Geo / Eng

თამაზ ნუცუბიძე 03.02 - 03.03.18

გალერეა ნექტარი წარმოგიდგენთ მხატვარ თამაზ ნუცუბიძის (1940-2002) ორ გობელენს, სერიიდან ‘წელიწადის დროები’. თამაზ ნუცუბიძე მუშაობდა გობელენსა და ქსოვილის მხატვრულ გაფორმებაზე. იგი ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გობელენისა და მხატვრული ქსოვილების კათედრას. გაფორმებული აქვს ინტერიერები: სასტუმრო დარიალი, თბილისი; კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია, თბილისი; ოლიმპიური თამაშები, მოსკოვი; რუსთავის თეატრი; სიმფონიური მუსიკის ცენტრი, თბილისი. მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოში და საზღვარგარეთ: ლისტე არტ ბაზელი 2014 შვეიცარია, გობელენის მუზეუმი თბილისი 2001, მესამე საერთაშორისო ტექსტილის ფორუმი, თბილისი 2001, პერსონალური გამოფენა “მზიური“ მოსკოვი 1992...