Geo / Eng

IHEIMISCH

კონცერტი 23.09 19:00 + ფინისაჟი. გადანაცვლება 17:00 - 19:00
დასწრება უფასოა

მშობლიური - წარმომავლობა - ფესვები - ადგილობრივი

ყოველი ამ გამონათქვამის ერთობლიობა აღწერს IHEIMISCH -ს.

IHEIMISCH ახალგაზრდა შვეიცარიელი მუსიკოსები სიმონე ფელბერი და ადრიან ვურში არიან. ისინი შეხვდნენ ლუცერნის კონსერვატორიაში. სიმონ ფელბერი სწავლობდა კლასიკურ ვოკალს, ადრიან ვურში შვეიცარული დიატონური აკორდეონის კურსს. მუსიკოსების განსხვავებულმა წარმომავლობამ გამოიწვია სხვადასხვა ჟანრში საწყისი ფესვებისა და ბგერის მრავალფეროვნების ერთობლივი ძიება.

კლასიკური მუსიკისა და სხვადასხვა ფოლკლორული სტილის ეს ნარევი არის საფუძველი მათ მიერ შექმნილი ახალი ჟღერადობისა.

სიმონე ფლებერი სწავლობდა კლასიკურ ვოკალს ლუცერნის კონსერვატორიაში ბარბარა ლოჰერთან 2011 წლიდან. მიიღო სამაგისტრო ხარისხი 2018 წელს. სიმონეს ხმასთან მუშაობა აძლევს შესაძლებლობას, სცადოს თავი  სხვადასხვა ვოკალურ ტექნიკაში, მაგალითად იოდლის კლასი ნადია რასსთან. გარდა მისი მოღვაწეობისა როგორც  მომღერალი, სიმონე ფელბერი მუშაობს მენზინგენის მუსიკალურ სასწავლებელში, ასევე არის იოდლერების კლუბი პილატუსის დირიჟორი და ახალგაზრდული გუნდი jutz.ch  დირიჟორი, ასწავლის კურსებს KlangWelt Toggenburg -ში.

ადრიან ვურში შვეიცარიულ ხალხურ მუსიკასთან და დიატონურ აკორდეონთან დაკავშირებულია ადრეული ბავშვობიდან. ახალგაზრდობის პერიოდში მას აქვს რამდენიმე ტრადიციული მუსიკის, ასევე როკ და პოპ ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება.

2011 წელს დაიწყო ლუცერნის კონსერვატორიაში ხალხური მუსიკის შესწავლა და 2018 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი.

simonefelber.ch
adrianwuersch.ch